***
***
'The nation again remembers the book...'
***
***
-->
თბილისი, წიგნის მე-12 ფესტივალი...
***
”წიგნის ფესტივალზე” კარგად გამოცემული მრავალი წიგნია წარმოდგენილი; დაინტერესებული პირი, ისე რა; მყიდველი ბევრად _ნაკლები. (როგორც ამბობენ გახსნის დღეს ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა). საინფორმაციო წყაროები აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე 65 გამომცემლობასა და გამავრცელებელ საზოგადოებას აქვს თავის პროდუქცია გამოტანილი.
მაგრამ, პირადად მე, აგერ, თხუთმეტ წელზე მეტია, არამცთუ ლექსების კრებულის, არამცთუ მოთხრობებისა თუ რომანის, არამცთუ პუბლიცისტიკის, იგავ-არაკებისა და ზღაპრების წიგნის გამოცემაც ვერ მოვახერხე…
--> მაგრამ, პირადად მე, აგერ, თხუთმეტ წელზე მეტია, არამცთუ ლექსების კრებულის, არამცთუ მოთხრობებისა თუ რომანის, არამცთუ პუბლიცისტიკის, იგავ-არაკებისა და ზღაპრების წიგნის გამოცემაც ვერ მოვახერხე…
მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის პერმანენტულმა ”ბიუროკრატიამ” და მათმა ამყოლებმა ჩემი კრებულის გამოცემა არასასურველად ცნეს… თუმც, თავად, ზედიზედ ”გამოაცხვეს” სქელტანიანი წიგნები და გარდაცვლილ კლასიკოსთა სახელობის პრემიებით თავდაუზოგავად შეიფერადეს ”მიდამო”. ჟურნალ-გაზეთებში, რადიოსა და უფრორე ტელევიზიებში თავიანთი შემოქმედების ”რეკლამირების” შემდგომ, ხშირად იწონებენ თავს, ქართული ლიეტერატურის უანგარო ჭირისუფლები ვართო… არც სრულფასოვანი კანონის მიღებას უჩანს პირი, რომელიც შემოქმედის მიმართ ქველმოქმედების სურვილს გამორჩეულად წაახალისებს… გამომცემლობების დაინტერესება კი, რომელთა უმეტესობა სხვადასხვაგვარი გრანტებითა და ”ინვესტიცებით” ინარჩუნებს იერსახეს, არც ისე ადვილია… ისე კი, სკანდალურ, თუ აჟიტირებულ ტექსეტებს, რა თქმა უნდა გამომცემელიც გამოუჩნდება და…
ნაირფერადი წიგნების ფესტივალის ფონზე, ამგვარი განაცხადი, თითქოს უხერხულია; ქვეყანა, ხომ, ”ასე ერთხმად”, ხარობს ლამაზი, შინაარსიანი წიგნებით... სხვადსხვა ქვეყნებში, საგამომცემლო სფეროში, დამკვიდრებული მაგალითების მოყვანას აზრი არა აქვს...
არადა, წიგნს თუ არ გამოცემ, მკითხველი ფესტივალზე კი არა, ვერც აქა-იქ შემორჩენილ წიგნის მაღაზიაში და ვერც ბიბლიოთეკებში გიხილავს... -->
”ბლოგერულ” ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ნაწარმოებებს ”პროფესიონალი” შემფასებლები, თითქმის არ ყავს… პირიქით, ”ოფიციალური ლიტსაიტების” მესვეურები ასეთ ვებ-გვერდებს, თითქმის ვერც ამჩნევენ… არცაა გასაკვირი, დაინტერესება არსაიდანაა… თავისუფალი მედია, თავისუფალ ლიტერატურულ სივრცეს არ ცნობს… ბევრს ”ბლოგერობის” თემატიკაც განსაზღვრული აქვს. თუმც, ამგვარ პოლიტიკურ ორომტრიალში ცარიელი ადგილი აქაც არ რჩება, ნიჭიერებთან ერთად ”მოხერხებულებიც” მრავლად არიან...
-->
შენ, მკითხველი თქვი , თორემ...
დღევანდელ "ლიტსინამდვილეში" აჟიოტაჟი მეტწილად სკანდლით მიიღწევა… მკადრებელს წამახალისებლებიც უმალ გამოუჩნდება და წიგნის ტირაჟიც მატულობს…
მთავრია, როგორც რადიო თავისუფლებას ერთმა რესპოდენტმა უთხრა:
-->...”საყურადღებოა ის, რომ ერს კიდევ ახსოვს წიგნი და წიგნის მოყვარული ხალხი კიდევ არის საქართველოში.”
***
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან...
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე (რუს. Всемирный день книг и авторского
права, ინგლ.. World Book and
Copyright Day, ესპ. Día
Mundial del Libro y del Derecho de Autor, ჩინ.. 世界图书与版权日, ფრანგ. Journée
mondiale du livre et du droit d'auteur) — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს (რეზოლუცია № 3.18). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს. ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.
23 აპრილი 2012წ.
მე კი, ”სიმწრით” გამოცემული ლექსების კრებულის
ეგზემპლიარები (100 ეგ.) ვერ შემიტანია წიგნის მაღაზიებში…
რადგან ამისთვის, თურმე ოფიციალურ ”ინდმეწარმედ" უნდა
ვიქცე; მერე კი, დიდი ალბათობაა, ის ”რეგისტრაცია თავსატეხად მიქციონ...
ეროვნული თვითშეგნების მქონე ხელისუფლებისთვის წიგნი (ჭეშმარიტი ლიტერატურა) გამორჩეული მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს...
ერის სულიერებას, ”ქართველობის” მოძულე ბიუროკრატთა მიზანდასახული პარპაში მადლს აცლის...
***
***
საძიებელი
The index
/
The index
/
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
*** JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
=======
/\
***
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space....
/\
***
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space....
***
***
***
***
/\